LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს იყო უკრაინაში, მართლაც ჯადოსნური დღე იყო, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება..“ – რა მოხდა ერთხელ ახალ წელს: სოფო ნიჟარაძე საკუთარ ისტორიას გვიზიარებს

1717
BeFunky-collage (1)

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ გადაცემაში „შენი დილა“ საახალწლო პერიოდში მის ცხოვრებაში მომხდარი ყველაზე ჯადოსნური ამბავი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ახალი წელი, რომელსაც შვილთან, ალისკასთან ერთად პირველად შეხვდა.

„ეს იყო უკრაინაში, მართლაც ჯადოსნური დღე იყო, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება, დედის ამპლუაში პირველად შევხვდი ახალ წელს, ალისკა ძალიან პატარა იყო და მთლიანად მასზე იყო ეს დღე მორგებული, ოჯახური გარემო ბავშვთან ერთად და მართლაც რაღაცნაირად ძალიან რთულია გადმოსცე სიტყვებით ის გრძნობა, რაც მაშინ მე იმ დღეს მქონდა, რადგან ეს მართლაც განსაკუთრებული ახალი წელი იყო..

? “დედის ამპლუაში პირველად შევხვდი…” | რა მოხდა ერთხელ ახალ წელს – სოფო ნიჟარაძის ისტორია ❤️?

? “დედის ამპლუაში პირველად შევხვდი ახალ წელს, აქედან დაიწყო ჩემთვის თავიდან ათვლა” | რა მოხდა ერთხელ ახალ წელს – სოფო ნიჟარაძის ისტორია ❤️?

Posted by შენი დილა • Sheni Dila on ორშაბათი, 25 დეკემბერი, 2023

სურვილი რომ ჩავიფიქრე, პირველი, რაც გავიფიქრე იყო ის, რომ აქამდე რას ვაკეთებდი და როგორ ვხვდებოდი ახალ წელს.. ყველა ახალი წელი დამავიწყდა, თავიდან დაიწყო ჩემთვის ახალი წლის ათვლა.

ეს არის ჩემთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი, რადგან ახალ წელს ახალ სიცოცხლესთან ერთად შევხდი, სულ სხვა ამპლუაში, ჩემი როლიც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, სულ სხვა პრიორიტეტი მაქვს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები