პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილი, პრინცესა შარლოტა წელს რამდენჯერმე გამოჩნდა საჯარო ღონისძიებებზე. ბოლოს ის მეფე კარლთან და ოჯახის წევრებთან ერთად საშობაო წირვაზე იმყოფებოდა, იქამდე კი, საახალწლო კონცერტზე.
მედიის ყურადღება ამჯერად ბორდოსფერმა პალტომ მიიქცია, რომელიც შარლოტას, პრაქტიკულად, ყველგან აცვია. ეს ის პალტოა, რომელიც პატარა მონარქს წინა წლის საშობაო ღონისძიებაზეც ეცვა. სამეფო ოჯახის ფანები უკვე ხუმრობენ, რომ პატარა პრინცესასთვის ახალი პალტოს ყიდვის დრო დადგა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ცნობილია თავისი ეკონომიური მიდგომებით სამოსისა და დაბალბიუჯეტური ბრენდების მიმართ.