ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი, გიორგი მიქაძე წინასაახალწლოდ პარიზიდან საოცარ ამბავს გვიზიარებს:
„გუშინ პარიზში ჩემს მეგობარს საოცარი ისტორია შეემთხვა, როდესაც უსახლკარო ადამიანი ქუჩაში საფრანგეთის მთავარ TSF Jazz რადიოს უსმენდა, აღმოჩნდა, რომ ჩემს ჩანაწერს უკრავდნენ ახალი ალბომიდან, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მარტო ერთი კომპოზიცია „საჭიდაო“ ტრიალებს რადიოებში. ამ ალბომში თვითონ Raphaël Pannier უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე. შობას გილოცავთ!..“