სოფო ტოროშელიძე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად 31 დეკემბრის საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადება და გვიზიარებს სამუშაო პროცესს, რომლის დროსაც მან ცრემლები ვერ შეიკავა:
„პირველ ვიდეოში ჩანს ჩვენი სამუშაო პროცესი, თუ როგორ მასმენინებს პირველად საახალწლო კოლაჟის პარტიტურას, სადაც ჩემი ფუნქციაა, გადავანაწილო სწორად პარტიები სოლისტებთან რეპეტიციისას, რომლის დროსაც რა თქმა უნდა მეტირება… მეორე ვიდეოში ჩანს შედეგი, რის გამოც მეტირება წინასწარ…
მიხარია ამ გენიალურ ადამიანთან ერთად ყველა ის წელი, თვე და დღე რომელიც გამიტარებია…
გილოცავთ დამდეგს, მეგობრებო!..
31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე ნამდვილი ზეიმი გელოდებათ…“