LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც იმ ხალხს ვემხრობი, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება წაგვლეკავს, არც იმ ხალხს, რომლებიც ამბობენ, რომ თუ არა ევროკავშირი, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს“ – „მასტერი“

136
BeFunky-collage

„ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან ბევრი პრივილეგია აქვს. იწყება კანდიდატის სტატუსით და გააჩნია, რამდენ ხანს გაიწელება ეს პროცესი. უნდა შევეცადოთ და მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრები“, – ასე ეხმაურება რეპერი „მასტერი“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თქვენთვის და საქართველოსთვის? – გამოგვიგზავნეთ კითხვები და გიპასუხებთ“ – EU-ის დელეგაცია მოქალაქეებს

როგორც რეპერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, ამ საკითხს პრაგმატულად უყურებს.

„მე ამ თემაზე ზოგადად, პრაგმატულად ვაზროვნებ. არც იმ ხალხს ვემხრობი, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირში გავწევრიანდება წაგვლეკავს, წაიღებს ჩვენს ტრადიციებს. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გავატარებთ ჩვენს ინტერესებს ევროკავშირში და ყველასთან. არც იმ ხალხს ვემხრობი, რომლებიც ამბობენ, რომ თუ არა ევროკავშირი, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს.

ზოგადად, ყველაფერს პრაგმატულად ვუყურებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან ბევრი პრივილეგია აქვს. იწყება კანდიდატის სტატუსით და გააჩნია, რამდენ ხანს გაიწელება ეს პროცესი. უნდა შევეცადოთ და მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრები. რა თქმა უნდა, ყოველ მხრივ კარგია“, – აღნიშნა რეპერმა.

ადამიანებმაც დაკარგეს თავმოყვარეობა და ყველაფერს ფარდა ახადეს, მარტო იმიტომ რომ მათზე ისაუბრონ და “წილიანი” პოპულარობა მოიპოვონ: მასტერი

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღო.

ვრცლად თემაზე გამოხმაურებები იხილეთ აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები