სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში და თბილისში პრობლემები შექმნა.
როგორს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
გარდა ყვარლისა, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს და გზის გაწმენდა მიმდინარეობს.
სტიქიამ პრობლემები შექმნა თბილისშიც, ქარმა რამდენიმე რაიონში ხე მოგლიჯა.
ფოტო: იმედი/ipn