LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცოლი, რომელიც აეროპორტში მუშაობს, შეიარაღებულია და მას პოლიცია ეძებს“ – პრაღის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები სისხლიან თავდასხმაზე

497
Untitled design

21 დეკემბერს პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, დაიღუპა 15 და დაიჭრა 25 ადამიანი.

მომხდარის შესახებ მედიასთან კარლის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები საუბრობენ და თავდასხმის დეტალებს იხსენებენ. ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელის ცოლი, რომელიც აეროპორტში მუშაობს, შეიარაღებულია და მას პოლიცია ეძებს.

„უნივერსიტეტის სხვა შენობაში გამოცდაზე ვიყავი და სახლში ვბრუნდებოდი. როცა სახლში მოვედი, მობილურში დამხვდა მესიჯები, რომ ჩემი კურსელები, ოჯახის წევრები და მეგობრები მეძებდნენ მე და ეძებდნენ ჩემს ერთ კურსელს, რომელიც არ ჩანდა.

კარლის უნივერსიტეტმა ამ კვირასა და შემდეგი კვირის დასაწყისში, ყველა ლექცია გააუქმა. მკვლელთან დაკავშირებით რაც ვიცით, დადასტურებული ინფორმაცია, არის ის, რომ 24 წლის, კარლის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტია.

„უნივერსიტეტზე თავდასხმამდე, პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში, 32 წლის კაცი და მისი ორი თვის ქალიშვილი მოკლეს“ – ეჭვმიტანილი 15 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის მოკლული თავდამსხმელია

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას ჰქონდა თავისი ტელეგრამ არხი. მეც ვნახე ეს ტელეგრამ არხი, მაგრამ ავთენტურობაზე თავს ვერ დავდებ. ამ არხში არის გუშინ წინ დაწერილი ინფორმაცია, რომ ამ [თავდასხმის] მოწყობას აპირებდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცოლი, რომელიც აეროპორტში მუშაობს, არის შეიარაღებული და მას ეძებს პოლიცია და ამიტომაა ასეთი გამკაცრებული ზომები ქალაქში“, – ამბობს ქართველი სტუდენტი „მთავარ არხთან“.

„გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო“ – სალომე ზურაბიშვილი პრაღაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

„როდესაც გარეთ ვიყავი, ტრანსპორტიდან შევამჩნიე, რომ ადგილზე ძალიან ბევრი პოლიციელი იყო მომზადებული. უნივერსიტეტის საცხოვრებელში ვცხოვრობ, როდესაც სახლში დავბრუნდი, სტუდენტები ძალიან განერვიულებულები იყვნენ. დღეს საღამოს, ფაკულტეტთან შეკრება იგეგმება და ამ დროისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი“, – ამბობს კარლის უნივერსიტეტის კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი.

 

პრარაში მყოფი ქართველი სტუდენტი თავდასხმის დეტალებზე

“ვიყავი გამოცდაზე სხვა შენობაში და ვბრუნდებოდი სახლში… მობილურში დამხვდა მესიჯები, რომ მეძებდნენ” | პრარაში მყოფი ქართველი სტუდენტი თავდასხმის დეტალებზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 22 დეკემბერი, 2023

 

 

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს“ – ილია დარჩიაშვილი 

„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ“ – კახა კალაძე

„ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიაზე

ცნობისთვის, გუშინ, პრაღის ცენტრში იან პალახის მოედანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 15 ადამიანი მოკლა.

ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლისას ათობით მოქალაქე დაიჭრა. როგორც მედია წერს, შემთხვევა ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასობრივი თავდასხმაა, რომელსაც ყველაზე მეტი მსხვერპლი ჰყავს.