მოდელი ჯიჯი ჰადიდი Mach&mach-ის ქურთუკით გამოჩნდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქართული ბრენდის, გრძელ წითელ დუტის ქურთუკს, ტოპ-მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში ატარებს.
ამის შესახებ Mach&mach-ის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზეც წერენ.
როგორც ჩანს, ჯიჯი ჰადიდი, ქართველ დიზაინერებს კარგად იცნობს და მოსწონს კიდეც. ცოტა ხნის წინ, ის საზოგადოების წინაშე, თამუნა ინგოროყვას სამოსშიც გამოჩნდა.
ქართველი დების ნინა და გვანცა მაჭარაშვილების ბრენდის Mach & Mach -ის ქვეშ შექმნილი სამოსი უცხოეთში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. კეტი პერი მათთან უკვე დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს. (ფოტოები)