LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგო რობის ქმარი ლეონარდო დიკაპრიოზე ეჭვიანობს

31

ცნობილი გახდა, რომ მარგო რობი ქუენტინ ტარანტინოს ახალ პროექტში მიიღებს მონაწილებას, რომელიც სერიული მკვლელის, ჩარლი მენსონის კრიმინალურ ისტორიას გვიყვება. კინოსურათში მენსონის როლზე უკვე დაამტკიცეს ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც ყოფილ შეყვარებულს, მარგო რობის გადასაღებ მოედანზე ისევ  შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მსახიობები ერთმანეთს „უოლ სტრიტის მგელის“ გადაღებების დროს ხვდებოდნენ. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ მარგო რობის მონაწილეობას ახალ პროექტში მსახიობის მეუღლე, ტომ აკერლი აპროტესტებს. პროდიუსერი მიიჩნევს, რომ დიკაპრიოს კვლავ აქვს სიმპათიები მარგო რობის მიმართ და  პროექტმა შესაძლოა მათ შორი ახალ ურთიერთობას ჩაუყაროს საფუძველი. მედიაში იმასაც წერენ, რომ მეუღლის გამო შესაძლოა, მარგო რობიმ ახალ პროექტზე უარი თქვას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელი განსაკუთრებულად დაიწყო მარგო რობისთვის. ტონია ჰარდინგის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის ქერათმიანი ლამაზმანი კრიტიკოსთა გილდიის რჩეული გახდა და ყველა პრესტიჟული დაჯილდოვების ნომინანტთა შორისაც აღმოჩნდა. მარგო რობი და ტომ აკერლი 2016 წელს დაქორწინდნენ.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები