პატარა ელის მარია სააკაშვილი დედასთან, სოფო ნიჟარაძესთან ერთად უკვე იღებს მონაწილეობას საახალწლო ღონისძიებებში. როგორ ერთობა კულისებს მიღმა ალისკა – სახალისო და საყვარელ ვიდეოებს სოფო საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ელის მარია გადაღებებზე მისული იყო თავისი პატარა ვარდისფერი სკუტერით, რომელიც ყველგან თან ახლავს.
„აქ არის ხომ სცენა? შევიდეთ“ – ამბობს ალისკა და პავილიონში, სადაც გადაღება მიმდინარეობს, სკუტერით შედის.
ვიდეო: „მადლობა, შენ გენაცვალე“ – რა ამბავს უყვება პატარა ალისკა სოფო ნიჟარაძეს