LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ამბავს იხსენებს დედაზე ნიკოლოზ რაჭველი: „ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანად რჩება დედაჩემი…“

290
ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი დედის შესახებ „ვარსკვლავურ დუეტში“ სტეფანესთან ინტერვიუში იხსენებს:

„მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლიდან ვცხოვრობდი დედასა და ბებიასთან ერთად. მერე ბებია გარდაიცვალა და დავრჩით ჩვენ ორნი. ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანად რჩება ლამარა, დედაჩემი… მის ფენომენს, არა დედის, არამედ უშუალოდ დედაჩემის ფენომენს ვერაფერი შეცვლის. ეს არ იყო მხოლოდ დედა-შვილობა. ეს იყო მთელი პროცესი მუსიკასთან ჩემი მიყვანის, დიდი ენერგიის. ჩემთან ერთად მეცადინეობდა. მეტრონომი არ გვქონდა, რაც ეტიუდების სამეცადინოდ ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემი თავად მეტრონომობდა, ტაშს უკრავდა, საათობით მეჯდა… ერთხელ მახსოვს იწვა ჰორიზონტალურად და ხელით რიტმს აყოლებდა. მახსოვს, რაღაც მომენტში ოდნავ შენელდა რიტმი… გავიხედე, ჩაძინებული იყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა ტაშის დაკვრას…“

ნიკოლოზ რაჭველი კლინიკურ სიკვდილზე: „პირველი ოპერაციის დროს გული გამიჩერდა… ვნახე გვირაბი, სინათლე, იყო სურვილი არდაბრუნების…“

რატომ გადაწყვიტა დიდხნიანი პაუზის შემდეგ სტეფანემ მუსიკაში დაბრუნება და რისთვის ემადლიერება ნიკოლოზ რაჭველს: „ფინანსურად ძალიან რთული იყო გამკლავება, როცა გყავს შვილი და ოჯახი სარჩენი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები