LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩაკვეტაძის პირველი გოლი და პლუს საგოლე პასი (ვიდეო, ფოტო)

22

გიორგი ჩაკვეტაძემ ”გენტში” პირველი გოლი გაიტანა. ეს ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში მოხდა – მისი გუნდი ”ლოკერენს” მასპინძლობდა და 3:0 დაამარცხა.

18 წლის ქართველი შემტევი მოედანზე 42-ე წუთზე შეუშვეს – გიორგიმ დანიელი ნახევარმცველი ანდერს კრისტიანსენი შეცვალა. ჩაკვეტაძემ ჯერ საგოლე შეტევა განავითარა, ხოლო მატჩის მიწურულს მეტოქის კარიც აიღო.

მოედანზე გასვლიდან ორ წუთში იგი საჯარიმოში შეიჭრა, ორ მეტოქეს გაცდა და მეკარის მიერ მოგერიებული მისი ჩაწოდებული ბურთი უკრაინელმა რომან იარემჩუკმა გოლად აქცია.

https://www.youtube.com/watch?time_continue=35&v=SIrMZOrZLVc

86-ე წუთზე კი გიორგიმ თავად გაიტანა: ფლანგიდან რანგელო იანგას გადაცემის შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, მცველი ეფექტურად ჩამოიცილა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0. ეს გიორგისთვის ახალ კლუბსა და ლიგაში პირველი გოლი გახლდათ.

ბელგიის პირველი დივიზიონში, 22 ტურის შემდეგ, ”გენტი” 35 ქულით მე-4 ადგილზეა. ამ შეხვედრამდე ჩაკვეტაძეს ბელგიურ გუნდში მხოლოდ რვა წუთი ჰქონდა ნათამაშები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები