LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი ზონა, გაშიშვლდა ძვლები.. ოპერაცია გახდა სასწრაფო“ – ექიმი პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვზე

433
Untitled design (2)

2 წლის ლაზარეს ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაზე, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, ექიმი, ალექსანდრე კალანტაროვი, „მთავარ არხთან“ საუბრობს:

„ნაკბენი ჭრილობის შედეგად ბავშვს დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი საფარის ზონა, პრაქტიკულად მთლიანად. გაშიშვლდა ძვლები. ეს დეფექტი შეფასებული იყო, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ოპერაცია გახდა სასწრაფო. ოპერაცია შესრულდა გუშინ. მსვლელობა იყო ნამდვილად 13 საათი.

ოპერაციის შინაარსი იყო დეფექტის ზონის დაფარვა რბილი ქსოვილებით. ეს არის ორგანული, ანუ ნაფლეთოვანი გადანერგვა, რომელიც შეიცავს კუნთოვან მასას და კანს.

სამწუხაროდ, ბავშვის აღნაგობიდან გამომდინარე და ეგრეც იყო დაგეგმილი, რომ გაკეთდება 2 ეტაპიანი გადანერგვა. ანუ პირველი ეტაპი შესრულდა და დაიხურა დეფექტის ორი მესამედი, რაც ძალიან კარგია და ორ-სამ კვირაში იგეგმება ზუსტად იგივე სირთულის ოპერაცია, დაიფარება დანარჩენი ერთი მესამედი დეფექტი.

შემდგომში დაჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიური ოპერაციები სილამაზისთვის და თმიანი ზონის აღდგენის მიზნით, მაგრამ ძირითადი შინაარსი დღევანდელი ოპერაციის არის სიცოცხლის შენარჩუნება.

პოსტოპერაციულ პერიოდში დღეს ვითარება არის სტაბილური, ნორმალური.

ჩვენ გვაქვს ასეთი ოპერაციის შედეგად კრიტიკული ერთი კვირა მაქსიმუმ. ანუ ერთ კვირაში თუ ჩვენ მივიღეთ სტაბილური განვითარება, პრობლემა იქნება გადაწყვეტილი და მოვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის,“ – ამბობს ექიმი.

როგორია ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა

როგორია ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა | ექიმი ალექსანდრე კალანტაროვი, რომელმაც ლაზარეს ურთულესი ოპერაცია გაუკეთა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2023

 

„ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, ექიმებმა მაქსიმუმი შეძლეს, უკვე პროგნოზი საიმედოა“ – გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი პატარა ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს

„თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია“ – პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, სასწრაფო დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები