LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა თქმა უნდა, მინდოდა ფინალში ყოფნა.. ცოტა იმედიც მომეცა, რადგან ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი“ – როდის გეგმავს ნინი ბრეგვაძე საქართველოში ჩამოსვლას

869
ფორტუნა (31)

„იმედის დღემ“ ნინი ბრეგვაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ნინიმ ისაუბრა იმ განცდებზე, რაც პროექტში ყოფნისას ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, მინდოდა ფინალში ყოფნა. ცოტა იმედიც მომეცა, რადგან ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, არამარტო ქართველებისგან და საქართველოდან, არამედ აქ მცხოვრებლებისგანაც.

ხალხი, ვინც პროექტს უყურებს და ამესიჯებს, ალბათ  სხვა ჟანრს უსმენს და მოსწონს.

მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი თავით. კმაყოფილი ვარ იმ პერფომანსებით, რაც დავდე.

ამ პროექტში ძალიან ხშირად ხდება მსგავსი რამ. კარგი მომღერლები ტოვებენ ხოლმე პროექტს.

ჩემ მწვრთნელს, ნაელს ძალიან ეწყინა, რომ დავტოვე პროექტი, როდესაც კამერები არ გვიღებდნენ, ცოტა ვისაუბრეთ და მან აღნიშნა, რომ  დაწყდა გული და მითხრა, რომ შეეცდება მაქსიმალურად დამეხმაროს, რომ სწორი ადამიანები ვიპოვო და ჩემი საქმე გავაკეთო“. – ამბობს ნინი.

ნინი საქართველოში ჩამოსვლას გაზაფხულზე გეგმავს.

„ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და როდის ჩავეხუტები სცენიდან ხალხს“. – ამბობს ნინი.

საოცარი პერფორმანსი: ნინი ბრეგვაძემ ამერიკის The Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები