თავი შეიკავეთ იმ დაპირებების გაცემისგან, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება. აკონტროლეთ აგრესია და სულსწრაფობა, არ ღირს გარშემომყოფებთან კამათი და დაპირისპირება, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. მეტიც, შესაძლოა ისევ თქვენ დაგადანაშაულონ ტყუილსა და ცილისწამებაში.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ლაშქრობებისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით თვალებს, არ ღირს მათი ზედმეტად გადაღლა. კარგი დღეა ყელის, ფილტვების, თირკმელების და ენდოკრინულის სისტემის სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს პლასტიკური ოპერაციის გაკეთება და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.