LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი 382 მილიონი ლარი იქნება

136
აჩ

ბათუმის საკრებულომ ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მისი მოცულობა 382 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი 2023 წელს ბათუმში განხორციელებული პროექტების ანგარიშით წარდგა.

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტით დაფინანსება შემდეგ პრიორიტეტებზე მიიმართება:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება; ეკოლოგიური მდგომარეობა და რეკრეაცია; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები