ნინო კვარაცხელიასა და ემზარ ჯღარკავას სიყვარულის ისტორიამ სოციალური ქსელი დაიპყრო.
წყვილი ერთმანეთს 40 წლის წინ, სოხუმში დააშორეს.
ნინო კვარაცხელია წლებია აშშ-ში ცხოვრობს, ემზარი კი – მარტვილში. წყვილი ამ დრომდე სოციალური ქსელით კონტაქტობდა. რამდენიმე კვირის წინ კი, ემზარი ნინოსთან ნიუ-იორკში ჩავიდა.
ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში მის რჩეულთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.
„ჩვენ ასე დავთქვით სანამ ერთად არ გადავიღებდით ფოტოს, მანამდე ჩვენი ახალგაზრდობის ფოტო იქნებოდა ავატარზე და აი მოვიდა დრო ჩვენ ერთად ვართ,“ – წერს ნინო.
ჩვენ ასე დავთქვით??? სანამ ერთად არ გადავიღებდით ფოტოს, მანამდე ჩვენი ახალგაზრდობის ფოტო იქნებოდა ავატარზე და აი მოვიდა დრო ❤️ჩვენ ერთად ვართ❤️?
Posted by ნინო კვარაცხელია on ორშაბათი, 18 დეკემბერი, 2023
ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა