LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე „ნიღაბი 2023“ თსსუ-ის თეატრის “ჰიგია” სპექტაკლმა 6 ნომინაციაში გაიმარჯვა

491
e61897a0-8ab6-424b-908f-281b28d33b61

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე „ნიღაბი – 2023“, რომელსაც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „თეატრალური დარბაზი“ მასპინძლობს,  თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრის  – “ჰიგია”   სპექტაკლმა  “ოსვენციმი”  6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

სპეციალური ჯილდოები გადაეცათ თსსუ-ის თეატრის მსახიობებს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს:

ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში –   ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი;

ბახვა გელაშვილს ნომინაციაში – მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი;

სალი ხუტაშვილს ნომინაციაში –  ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი;

გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში – „ნიღაბი 2023“-ის აღმოჩენა;

ქ. თბილისის მერიის რჩეული გახდა მოლინა იოსელიანი, ხოლო  „გოგი თოდაძის საპატიო პრიზი“ გადაეცა  – დუდუ მოდებაძეს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 12 დეკემბერს თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“  წარმოადგინა სპექტაკლი „ოსვენციმი“. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პიესა სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის,  ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრის ,,ჰიგია“  დამაარსებელმა – ნათია გუჯაბიძემ წარმოადგინა.  აღსანიშნავია, რომ მაყურებლისთვის და ჟიურის წევრებისთვისაც, სცენაზე გაცოცხლებული წარსული განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. სპექტაკლის დიალოგების ტექსტის ავტორი  არის  თსსუ-ის სტუდენტი დუდუ მოდებაძე, მხატვარი – თსსუ-ის სტუდენტი ხვიჩა სებუა, სპექტაკლი მუსიკალურად  გააფორმეს თსსუ-ის სტუდენტებმა  გიორგი სანიკიძემ  და სოფიო ცინცაძემ, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი გახლდათ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა გამარჯვებულს ულოცავს შემოქმედებით სფეროში მიღწეულ წარმატებას!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები