LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრანსპორტირებისას პაციენტს მანქანაში მშობიარობა დაეწყო. მძღოლმა მანქანა შეაჩერა და ექიმები ახალ სიცოცხლესთან შესახვედრად მოემზადნენ“ – სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი მანქანაში ამშობიარეს

215
სასწრაფოს ექიმები

თბილისის მე-8 რაიონული სამსახურის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მშობიარობა სასწრაფო დახმარების მანქანაში მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გამთენიისას, ახალგაზრდა ქალს მუცელი ატკივდა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა 0831 ბრიგადის ექიმებმა პაციენტის გასინჯვის შემდეგ ორსულის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ტრანსპორტირებისას პაციენტს მანქანაში მშობიარობა დაეწყო. მძღოლმა მანქანა შეაჩერა და ექიმები ახალ სიცოცხლესთან შესახვედრად მოემზადნენ. რამდენიმე წუთში ჯანმრთელი გოგონა დაიბადა.

ნანა ექიმისთვის მანქანაში მშობიარობის მიღების მეორე, ხოლო ბრიგადის უმცროსი ექიმის მარიამ ობოლაძისთვის პირველი შემთხვევა იყო.

ექიმი ნანა ნადირაძე, ამბობს რომ ძალიან ემოციური და პოზიტიურია, როდესაც სამყაროს ახალი სიცოცხლე ევლინება და ამაში მონაწილეობას იღებ.

#გვეამაყება ექიმი ნანა ნადირაძე
უმცროსი ექიმი მარიამ ობოლაძე
მძღოლი დავით სებუა
#შენისიცოცხლისგადასარჩენად“. – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში ემოციური ამბავი ვრცელდება: „შემთხვევითი გამვლელი, ჩვენი ცენტრის პარამედიკოსი გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებდა.. გვეამაყება, გულისცემა აღდგა“