ფეხსაცმელებისა და აქსესუარების ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, ნინა ზარქუამ 14 დეკემბერს დაბადების დღე აღნიშნა. მას 36 წელი შეუსრულდა.
გრანდიოზულ დაბადების დღეს ცნობილი სახეები დაესწრნენ, მათ შორის იყო დიზაინერი, ანუკი არეშიძე, რომლისგან ნინა ზარქუამ „ვარდების ზღვა“ მიიღო საჩუქრად.
წვეულების დიზაინი წითელ ფერში იყო გადაწყვეტილი. დიზაინერს კი, ულამაზესი შავი კაბა ეცვა.
ახლახან ნინიმ ანუკისთან ერთად მის იუბილეზე გადაღებული კადრები განათავსა სოციალურ ქსელში.