Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
Adjarabet Awards – წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება დაიწყო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Adjarabet Awards – წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება დაიწყო

624
achara

Adjarabet Awards კომპანია „აჭარაბეთის“ წლის შემაჯამებელი სპორტული დაჯილდოებაა, რომელიც უკვე მესამედ იმართება. Adjarabet Awards-ის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2023 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.

წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაში მონაწილეობა და ხმის მიცემა ყველას შეუძლია აღნიშნულ ვებგვერდზე:

საბოლოოდ გამარჯვებულების ვინაობა, ხმათა უმრავლესობით და კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით ამ დღისთვის დაგეგმილ Adjarabet Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე 6 იანვარს გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს აჭარაბეთისგან სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

„კომპანია აჭარაბეთი ქვეყანაში სპორტის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, ის წლების განმავლობაში გვერდით უდგას არაერთ ქართველ დამწყებ, პროფესიონალ სპორტსმენსა თუ გუნდს. ვფიქრობთ, „აჭარაბეთის“ ინიციატივა და უკვე ტრადიციულად ქცეული წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ქართველ სპორტსმენებს მიაღწიონ წარმატებას. ორმაგად სასიხარულოა წლევანდელი დაჯილდოება, რადგან 2023 წელს საქართველო მსოფლიოს სპორტულ რუკაზე არაერთხელ საამაყოდ აინთო. ქართველი სპორტსმენების დამსახურებით საქართველოს სახელი და დროშა სულ უფრო მეტ ადგილას ჩნდება. სწორედ ამიტომ „აჭარაბეთი“, როგორც ქართული სპორტის ყველაზე დიდი გულშემატკივარი, Adjarabet awards 2023-ს სწორედ ქართველი სპორტსმენების დამსახურებას უძღვნის, ვინც საკუთარი წარმატებით დიდი სიხარული მოუტანა სრულიად საქართველოს“, – აღნიშნა კომპანია „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა ნინი გუჯაბიძემ.

ერთად გამოვავლინოთ 2023 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები!

ხმის მიცემისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები