LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები, ვინც სტატუსს ჩალის ფასს ადარებდა ზეიმობენ ამ დღეს. ეს არის ხალხო თქვენი გამარჯვება“ – გიორგი ვაშაძე

142
გიორგი ვაშაძე

„ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ, ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

„ვულოცავ მთელს საქართველოს, ქართველ ხალხს. პირველ რიგში, ეს თქვენი, ქართველი ხალხის დამსახურებაა. სრულიად ევროპამ, ევროპელმა ლიდერებმა შეისმინეს თქვენი ხმა და მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არის ჩვენი წინაპრების გამარჯვება, ეს არის ილიას გამარჯვება, ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება,

ეს არის მიშას იდეის გამარჯვება და პირველ რიგში, ეს არის იმ ახალგაზრდების გამარჯვება, რომლებიც დაუპირისპირდნენ რუსულ კანონს და წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის მიუხედავად გაიტანეს გამარჯვების გოლი.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადარებდა და ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსს, ზეიმობენ ამ დღეს. ეს არის ხალხო თქვენი გამარჯვება.

 

⭕ „მინდა გთხოვოთ ამყვეთ: „გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჯეროთ! მათი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით კიდევ გოლი, კიდევ გოლი“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ #fortunage

ვიდეო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Friday, 15 December 2023

 

მინდა მივულოცო მოლდოვასა და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას. მაგრამ ჩვენი გამარჯვება კიდევ წინ არის.

„მჯერა, მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს“ – თინა ბოკუჩავა

ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან ერთად და ამას აუცილებლად მივაღწევთ!“. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები