LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში პიროტექნიკით სავსე ავტომობილი აფეთქდა (ვიდეო)

45

ამერიკაში ფეირვერკების დამსახურებით ავტომობილი აფეთქდა. „ABC News”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ტეხასის შტატში ახალი წლის აღნიშვნის დროს მოხდა. ადგილობრივები პიროტექნიკას ერთ-ერთი პარკინგის სიახლოვეს უშვებდნენ, როდესაც ასაფეთქებელი იქვე მდგომ Dodge Charger-ს დაეცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტომობილის საბარგული ასევე პიროტექნიკით იყო სავსე, ამიტომ ცეცხლი ადვილად გავრცელდა და Dodge სულ მალე ჰაერში „აფრინდა“. თუმცა, ავტომობილის მფლობელი ამ ფაქტზე დიდად არ ნერვიულობს და ბედნიერია, რომ ახალი წელი ასე გრანდიოზულად “იზეიმა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები