„როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებს, დგას რუსეთის აგენტებზე და ყველაფერს აკეთებს ევროპული გზის საბოტაჟისთვის, პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალება და ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება პოზიტიურად იქნება აღქმული მოქალაქეების მხრიდან, ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებით ეროვნულ და ევროპულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
დეპუტატის აზრით, ეს ხელს დეპოლარიზაციასაც შეუწყობს.
„მე ვერ გავაკეთებ პროგნოზს, ამის საფუძველი ნამდვილად არ გამაჩნია და არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რასაც დაეყრდნობოდა ჩემი პროგნოზი.
პრეზიდენტი სააკაშვილზე: „უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“
„ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თუმცა, ფაქტია და ყველას კარგად გვესმის, იმედი მაქვს პრეზიდენტი ზურაბიშვილიც უფრო და უფრო აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ახლა, როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე ევროინტეგრაციის გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება, ხოლო დეპოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია შეუძლებელია, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში.
ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი აღქმული იქნება როგორც ეროვნული და ევროპული ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ევროპული არჩევანის რეალიზებას ემსახურება“. – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.