LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„35-ე წუთზე შეძლეს გულისცემის და სუნთქვის აღდგენა“ – სასწრაფოს ექიმების მიერ გადარჩენილი კიდევ ერთი პაციენტი

262
BeFunky-collage (9)

არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გადარჩენილი პაციენტის შესახებ გვიზიარებს ემოციურ ამბავს.

კერძოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცის გული 35 წუთის შემდეგ აუმუშავეს და გადაარჩინეს.

„თბილისის მე -11 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით [გამოძახების მოტივი] უგონო შევიდა.

გამოძახებაზე გასულ 1121 ბრიგადას ახალგაზრდა მამაკაცი იატაკზე, უგონო მდგომარეობაში დახვდათ. პაციენტს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

როგორც პარამედიკოსი თამარ საღარეიშვილი იხსენებს, მამაკაცს გულისცემა და სუნთქვა არ აღენიშნებოდა და არავინ იცოდა რამდენი ხანი იყო ასეთ მდგომარეობაში.

ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, სამედიცინო პერსონალმა 35-ე წუთზე შეძლეს პაციენტის გულისცემის და სუნთქვის აღდგენა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1121 ბრიგადის მიერ პაციენტი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

#გვეამაყება

პარამედიკოსი -თამარ საღარეიშვილი

უმცროსი ექიმი – ლევან ჩაგანავა

მძღოლი – დავით კოროშინაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში ემოციური ამბავი ვრცელდება: „შემთხვევითი გამვლელი, ჩვენი ცენტრის პარამედიკოსი გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებდა.. გვეამაყება, გულისცემა აღდგა“