LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო მინისტრი: შერიგების პოლიტიკა ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები

115
20210404132221

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ არის გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიქართული პროპაგანდა.

„შერიგების პოლიტიკა ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნეს კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნეს გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები”, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ხაზგასასმელია, ადგილზე შექმნილი გარემო და განვითარებული პროცესები, რომელთანაც ქვეყანას და ხალხს დღემდე უწევს გამკლავება.

„პირველ რიგში, მოგახსენებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, რაც უფრო ფართო – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მისი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც დეოკუპაციის განზომილების პარალელურად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ხაზგასასმელია, ადგილზე შექმნილი ის გარემო და განვითარებული პროცესები, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს დღემდე უწევს გამკლავება, და რომელთა პირობებში ვაგრძელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით..

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება საოკუპაციო ძალის გავლენისა და წნეხის ქვეშ, რაც მათ შორის გულისხმობს შერიგების პოლიტიკითა და სამშვიდობო ინიციატივებით დანერგილი შესაძლებლობებით სარგებლობის სურვილის მქონე ადამიანების დევნას.

სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიქართული პროპაგანდა.

სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ის მიზანმიმართული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ და შესაბამისად, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ადამიანებს შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები