მილიონი დოლარი დეტალისთვის: Ferrari LaFerrari-ს შეკეთების ღირებულება ცნობილია. მთელი წარმოების განმავლობაში ბენზინ-ელექტრონული ჰიპერქარის 500 ეგზემპლარი აიწყო. სუპერჰიბრიდი 963 ძალის ჰიბრიდის აგრეგატით, რომელიც 6,3 ლიტრის მოცულობის V12 ძრავისგან შედგება, როგორც წესი, დახურულ კოლექციებში ინახება. თუმცა, თუკი მეპატრონე Laferrari-ის გზაზე გაიყვანს და ავარიაშიც მოხვდება, ავტომობილს მისი გაკოტრება შეუძლია.
აღმოჩნდა, რომ სერიოზული ავარიის შემთხვევაში ყველაზე ელემენტარული დეტალის შეცვლაც კი ასი ათასობით ან საერთოდ მილიონი დოლარი დაჯდება. ეს მაშინ როცა თავად ავტომობილის ღირებულება 1 400 000 დოლარს შეადგენს.