LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ – „ოცნება“ ისე აპირებს დაასრულოს სესია, რომ კომიტეტზე არც ერთი განხილვა არ ყოფილა“ – ნაცვლიშვილი

136
ანა ნაცვლიშვილი პიროტექნიკაზე

პარტია „ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ინიციირებულია მათი კანონპროექტი, რომელიც პიროტექნიკის აკრძალვას ეხება, თუმცა 9 თვის შემდეგაც კი, კომიტეტზე არც ერთი განხილვა არ ყოფილა.

ნაცვლიშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გუშინ თბილისში გადმოყვანილ ბავშვს, რომელმაც პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო, გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალ წელს მსგავსი შემთხვევები ხშირია:

„ბავშვმა ე.წ პიროტექნიკა საწვავით სავსე ჭურჭელში ჩააგდო - სხეულის ათი პროცენტი დაზიანებული აქვს“ – როგორია ქობულეთში პიროტექნიკით დაშავებული მოზარდის მდგომარეობა 

„დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ პარლამენტში ჩვენ მიერ მომზადებულია და 9 თვეა დევს კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ, ეს კანონპროექტი არის რეგისტრირებული 28 მარტს, გასულია 9 თვე და „ქართული ოცნება“ ისე აპირებს დაასრულოს სესია, რომ კომიტეტზე არც ერთი განხილვა არ ყოფილა.

რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ფორმალურად ჩატარდა, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ბავშვი დაზიანდა და სამწუხაროდ, ახალი წლის პერიოდში არ არის იშვიათი საქართველოში მსგავსი დაზიანების ფაქტები. ეს არის იმ გულგრილობის შედეგი, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოეკიდა ამ თემას და გამზადებული კანონპროექტი შემოდო თაროზე“. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

15 000 ხელმომწერი პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვს – რა წერია პეტიციაში

მანვე აღნიშნა, რომ კანონპროექტს გასულ კვირას ათასობით მოქალაქემ პეტიციით დაუჭირა მხარი და მათ კიდევ ერთხელ მიმართეს პარლამენტს მიიღონ შესაბამისი ცვლილებები.

ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა.

დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტს აინიციირებენ