LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ქართველი დააკავეს, რომელიც შურისძიების მიზნით ღამის კლუბში მანქანით შევარდა

166
ქართველების დაკავება ქალაქ ლოძში (პოლონეთი)

2-თვიანი ძებნის შემდეგ, პოლონეთში, ქალაქ ლოძის პოლიციამ 25 წლის ქართველი დააკავა, რომელიც, შურისძიების მიზნით, მანქანით ღამის კლუბში შევარდა.

პოლონური მედიის ცნობით, შემთხვევა 2023 წლის 21 სექტემბერს მოხდა. 25 წლის ბიჭი აგრესიული ქცევების გამო, ერთ-ერთი კლუბიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ის კლუბის ტერიტორიაზე მანქანით მივიდა და კლუბის შესასვლელ კარს რამდენჯერმე შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ზარალის ჯამური ღირებულება 12 402,86 აშშ დოლარად შეფასდა. გარდა ამისა, დაზიანდა იქვე გაჩერებული ორი მანქანა. დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები