„იუმორინა 2024“ ახლახან თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმატებით და ანშლაგით ჩატარდა.
მუსიკალური თუ საცეკვაო ნომრები სოციალურ ქსელებში აიტაცეს.
„იუმორინა 2024“-ში მონაწილეობას სხვადასხვა ცნობილი სახე იღებდა.
მოგვიანებით, ისინი ჯემალ და გია ბაღაშვილებმა კონცერტის შემდგომ წვეულებაზე შეკრიბეს, სადაც შესანიშნავი ლხინი გაიმართა.
რასაკვირველია, ეს შეკრება ვერ ჩაივლიდა გია ბაღაშვილის სიმღერისა და მისი გიტარის გარეშე.
წვეულებაზე იმყოფებოდნენ ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი, რომლებმაც დაუვიწყარი ტანგო შესთავაზეს მიწვეულ სტუმრებს.
აბა, „იუმორინა“ ვის წარმოუდგენია ნიჭიერი მუსიკოსების გარეშე?!.
რასაკვირველია, „იუმორინა 2024“-ის წარწერით დამშვენებული ტორტიც ადგილზე იყო. ის ჯემალ და გია ბაღაშვილებმა გაჭრეს.
საღამო დაამშვენა დოდონა ნამორაძემ, რომელმაც ხვიჩა მაღლაკელიძესა და გია დავითიანთან ერთად ნუნუ დუღაშვილის „კახეთო“ შეასრულა.
ვიდეოები წვეულებიდან ჯულიანა ბარ-გნარმა გაგვიზიარა.