LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კახა გრიგალაშვილის ქალიშვილი მამას მადლობას უხდის: „არ ვიცი, ამ ასაკში იმაზე დიდი გამოცდილება რა უნდა მიმეღო ცხოვრებაში, რასაც სცენაზე „ქართულ ხმებთან“ ერთად სიმღერა ჰქვია!..“

266
კახა და ანა გრიგალაშვილები

მცირე ხნის წინ „ქართული ხმების“ წევრის, კახა გრიგალაშვილის სოლოკონცერტი გაიმართა.

თბილისურ საღამოზე გრიგალასთან ერთად მისი ქალიშვილი, ანა გრიგალაშვილიც წარდგა.

მოგვიანებით მან საკუთარი ემოციები „ფეისბუქზე“ გამომწერებს გაუზიარა:

„მართლა სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციების გამოსახატად, რაც განვიცადე. არ ვიცი, ამ ასაკში იმაზე დიდი გამოცდილება რა უნდა მიმეღო ცხოვრებაში, რასაც სცენაზე „ქართულ ხმებთან“ ერთად სიმღერა ჰქვია. ვერ აღვწერ, რამხელა პასუხისმგებლობა და სიამოვნებაა მათთან ერთად სცენაზე დგომა და მათი ძალის შეგრძნება. დიდი მადლობა ანსამბლის თითოეულ წევრს, რომ მხარში დამიდგნენ, გამომყვნენ და ჩემი ერთ-ერთი ოცნება ამიხდინეს. თქვენ ის მაჩუქეთ, რაც ბევრისთვის სანატრელია. მიყვარხართ და მეამაყებით!..

ასევე არ შემიძლია უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სიმღერის ავტორის ლილიკო ნემსაძისადმი!.. როგორ მანდო ეს უფაქიზესი სიმღერა და გვერდში დაგვიდგა მუშაობის პროცესში! მადლობა შენ, ჩემო საყვარელო! მიყვარხარ!..

პ.ს. გილოცავ მა, ამ საოცარი საღამოს წარმატებით ჩატარებას! ეს ერთი და სხვა მრავალი! პირადად შენ დიდი მადლობა იმისთვის, რომ ირწმუნე ჩემი და ეს შესაძლებლობა მომეცი. მიყვარხარ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები