დათო არჩვაძე წლების წინანდელ შეხვედრას იხსენებს, როდესაც ძალიან პატარა ასაკში ოთო ბაზერაშვილი გაიცნო:
„წლების წინ ქალაქ სიღნაღში ხელში მომაწოდეს პატარა ჩოხოსანი ვაჟკაცი!.. ეს ოქროს ბიჭუნა გახლდათ ოთო ბაზერაშვილი!..
ღრმა პატარაობაში ლექსებს კითხულობდა დიდი შემართებით და პათოსით!.. წლების მერე აღმოჩნდა რომ ძალიან მაგრად მღერის… დღესდღეობით ჩემს უსაყვარლეს ნიკოლოზ ხარატთან და უნიჭიერეს „რანინელ“ ბავშვებთან ერთად აოცებს სამყაროს, წინ და წინ ბავშვებო!..“