LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში ბავშვებს „ორიანებს“ აღარ დაუწერენ

128
swedish-school-system-980x613

შვედეთში სურთ, რომ „ორიანები“ გააუქმონ. შესაბამისი წინადადებით მწვანეთა პარტიის დეპუტატები გამოვიდნენ.

პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ „ორიანების“ გამო მოსწავლეები ძლიერ სტრესს განიცდიან და სწავლის მოტივაციას საერთოდ კარგავენ. შედეგად იზრდება იმის ალბათობა, რომ მათ საერთოდ ვერ დაამთავრონ სკოლა ან ძალიან ცუდ გარემოცვაში მოხვდნენ.

კანონმდებლებს ასევე სურთ, რომ ბავშვებს ნიშნები მხოლოდ 13 წლიდან დაუწერონ და არა 12-დან, როგორც ამჟამადაა მიღებული.

ამასობაში ესპანეთის სკოლებში ჩვეული 10 ბალიანი შეფასების სისტემა გააუქმეს. მოსწავლეებს მხოლოდ უკუკავშირს აძლევენ, ისეთს როგორიცაა – „კარგი,“ „საკმარისი“ ან „არასაკმარისი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები