ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ნიურბურგრინგზე, ჩრდილოეთის მოსახვევში დამტვრეული ავტომობილები არიან ასახულნი. რგოლი YouTube-ზე EMS Nordschleife TV-ის არხზე გამოქვეყნდა.
ვიდეოში 30-ზე მეტი ავტომობილი ჩანს, მათგან ნახევარი BMW-ს მარკის არის.
ნოემბრის თვეში ნიურბურგრინგის ჩრდილოეთ ნაწილში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავარია მოხდა. მოსახვევში სახელწოდებით Hatzenbach ერთმანეთს 14 ავტომობილი შეეჯახა.
https://www.youtube.com/watch?v=F_FJtGSBmrI