LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანიშნული იყო, თუმცა არ უნდოდა, შემოიჭრნენ ბიჭები და ჩემი შვილი წაიყვანეს.. არაფერი არ მინდა, მხოლოდ შვილის დაბრუნება“ – ფონიჭალაში გატაცებული არასრულწლოვნის დედა 

559
Untitled design (30)

ფონიჭალაში, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გაიტაცეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„დანიშნული იყო, თუმცა არ უნდოდა, შემოიჭრნენ ბიჭები და ჩემი შვილი წაიყვანეს.. არაფერი არ მინდა მხოლოდ შვილის დაბრუნება მინდა,“- ამბობს გატაცებულის დედა.

„ყაჩაღურად შემოიჭრა სახლში 6 კაცი, ცხოველივით მოკიდეს ბავშვს ხელი და წაიყვანეს, ადგილზე გავიყინეთ ვეღარაფერი ვქენით,“ – ამბობს ახლობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები