„რუსეთსა და NATO-ს შორის შეტაკებისა და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ telegram არხზე დაწერა.
როგორც მედვედევი ამავე განცხადებაში წერს, უკრაინა არის მეორადი სახელმწიფო, რომელიც კოლაფსის პროცესშია, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილი, დაეხმაროს უკრაინელებს „პრიმიტიული შანტაჟია“.
„კარიბის კრიზისის დაწყებიდან, რუსეთსა და NATO-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე, რომელიც მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, ასეთი რეალური არასდროს ყოფილა.
მედვედევი - ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება - ეს იდიოტები აქტიურად გვიბიძგებენ მესამე მსოფლიო ომისკენ
მედვედევის მტკიცებით, დასავლური ქვეყნები რუსეთს "მესამე მსოფლიო ომისკენ" უბიძგებენ.
ამერიკის კონგრესის პრიმიტიული შანტაჟი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან სულაც არ არის ახალი და ისტორიული პრეცედენტები აქვს.
მიეცით ფული ჩვენს ბიჭს (ჩასვით სასურველი გვარი), თორემ რუსებთან ომი მოგვიწევს – ასე ამბობდნენ სხვადასხვა დროს ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტები და თავიანთ კანონმდებლებს ფულს სძალავდნენ“. – წერს დმიტრი მედვედევი.
დმიტრი მედვედევი: რუსეთი არ უნდა გაჩერდეს მანამ, სანამ უკრაინის სახელმწიფო მიწასთან არ გასწორდება