Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

143
Untitled design

ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრობა“ დატოვა. აღნიშნულს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეხმაურება.

[related_news id=”953049″ align=”left”] თალაკვაძის თქმით, „ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია, რაც კარგია პოლიტიკისა და იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“.

„ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისა და იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, უბრალოდ უნდა გამოიყენოს!

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ გითხრათ ახლა, ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმას მიიღებს-თქო, არ ვიქნები მართალი – არჩევნებისთვის რაღაც ფორმას მიიღებს. მე ასე ვხედავ – სააკაშვილი ცდილობს მაქსიმალურად არიოს თავის პარტიაში ვითარება, რათა დაამტკიცოს ლეგენდა, რომ ის არის შეუცვლელი და ერთადერთი ლიდერი. მანიფესტი კი გამოაქვეყნა, მაგრამ ერთობის მანიფესტი უნდა ყოფილიყო და სინამდვილეში დაშლის მანიფესტი გამოვიდა.

დანარჩენები ფიქრობენ, რომ იგი არ არის ლიდერი, ვერ გაუძლო პატიმრობას, არათანმიმდევრულია განცხადებებში. ხან დავრდომილად წარმოაჩენდა თავს, შემდეგ თქვა, რომ ვინ გაბედა, ჩემი დავრომილად წარმოჩენაო. არადა, ფულს იხდიდა ამაში მისი ოჯახი. მისი თანაგუნდელები კი ბევრად მეტი ხანი იჯდნენ საპატიმროში და მათ ბევრად ღირსეულად მოიხადეს სასჯელი, ამ ადამიანმა დაკარგა ლიდერის პოზიცია. ეს ხომ დაინახეს დანარჩენმა ჯგუფებმა, დაიწყეს დარჩენილი მემკვიდრეობის გადანაწილება – ეს არის „შავი ფული“, სკამები, გავლენა ტელევიზიაზე. იქ გამოიკვეთა ორი ჯგუფი, ვისაც ჰყავდა შეყვანილი პოლიტსაბჭოში, დააპატარავეს პოლიტსაბჭო. მოკლედ, რომ გითხრათ, ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება, არ იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები