LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

170
ფორტუნა (53)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას პარტიის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, „თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“.

„იმის მტკიცება, რომ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არა მიშაა ლიდერი და გუნდის წარმმართველი, და თითქოს არაფორმალური მმართველობაა“, არის ქოცური მესიჯი და ქოცების წისქვილზე წყლის დასხმა.

„დღეს მსურს გაცნობოთ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.. მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში“ – ნიკა მელია

თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში.
ახლა ენმდან გასვლა არის ბრაზისა და პირადი ამბიციის კარნახით გადადგმული, მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი.
ძალა ერთობაშია!
საქართველოში უნდა გათენდეს!
თავისუფლება მიშას!
დიდება საქართველოს“! – წერს გიორგი ბარამიძე.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები