LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოსთან – ოჯახი ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

185
დაპირისპირება საქალაქოსთან

ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ჯერ ადვოკატებს, შემდეგ კი მანდატურის სამსახურის დაუპირისპირდა. ისინი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.

პროკურატურის ცნობით, საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებული „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთისგან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა 

„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა, მათ შორის ერთ პირს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მეორეს მკვლელობაში დახმარებისთვის.

ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ბიზნესმენი ლილოში შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია, განსასჯელის სკამზე კი დაქირავებული მკვლელი ზის რომელიც დამკვეთს არ ასახელებს.

ინფორმაციისთვის, პროკურატურის ცნობით, საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა.

სამართალდამცველებმა მკვლელობის ჩამდენი პირი იმავე დღეს, 3 აგვისტოს დააკავეს. მკვლელობის შემკვეთი პირის მეგობარი კი, რომელმაც მკვლელს ცეცხლსასროლი იარაღი მიუტანა, პოლიციამ 7 ნოემბერს დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემკვეთი მიმალვაში იმყოფება, ამიტომ მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები