ვანში არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვანს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და იძულებით პირად ინფორმაციას სთხოვდა.
მომხდარის გამო 16 წლის გოგომ პოლიციას თავად მიმართა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.