LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ოღონდ არა შიმშილობით“ – კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, მაია ეკალაძე კვლავ განათლების სამინისტროსთან დაბრუნდა

140
მასწავლებლების პროტესტი

კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, მასწავლებელი და სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილე მაია ეკალაძე აცხადებს, რომ აღარ იშიმშილებს, თუმცა პროტესტი გაგრძელდება.

ეკალაძე ახლაც განათლების სამინისტროსთან იმყოფება და პროტესტის სამომავლო ნაბიჯებზე კოლეგასთან, ასევე დირექტორობის კონკურსის მონაწილე, დავით ფერაძესთან ერთად მსჯელობს.

პედაგოგები EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ხაზგასმით აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება.

„ჩემი კლინიკაში გადაყვანის მიზეზი იყო თავბრუსხვევები, რამდენჯერმე თვალთ დამიბნელდა. ასევე ის, რომ მეტყველებაში შეფერხებები დამეწყო, ეს სიმპტომები მეგობრებმა შეამჩნიეს.

პედაგოგების პროტესტი განათლების სამინისტროსთან, მე-3 დღეა გრძელდება: „ფიზიკურად კარგად ვარ, მაგრამ სულიერად ცუდად“ – მაია ეკალაძე 

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ადგილზე მივიდეს სახალხო დამცველი და გაეცნოს მათ პრობლემას.

გარკვეული პრეპარატები მივიღე, დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ოღონდ არა შიმშილობით.

ფორმებზე მოვილაპარაკებთ, რა უფრო ეფექტური იქნება იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები გათავისუფლდნენ აი, ასეთი არაადამიანური მმართველებისგან და სწორედაც რომ ამ ადამიანებმა ბავშვისთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიიღონ“, – განაცხადა მაია ეკალაძემ.

რაც შეეხება მის კოლეგას, მასწავლებელი დავით ფერაძე ამბობს, რომ ის თავადაც მომხრე იყო, მაია ეკალაძეს პროტესტის უკიდურესი ფორმა შეეწყვიტა, რადგან მიიჩნევს, რომ შიმშილობა სამინისტროსთვის „არაფერს ნიშნავს“.

„დისკომფორტს განიცდიან პროტესტის ვიზუალურ ნაწილზე, მაგრამ შიმშილობას ვიზუალი არ აქვს და მათ არ აწუხებთ… ამიტომ, მე ვთხოვდი მაიას, რომ ეს უკიდურესი ფორმა შეეწყვიტა. მარტო შიმშილობის ნაწილს ვაგდებთ, პროტესტი ჩვეულებრივად გაგრძელდება“. – აღნიშნა დავით ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროსთან მასწავლებლების უწყვეტი აქცია სკოლის დირექტორთა კონკურსის „უსამართლო შედეგების აღიარებისა და გამოსწორების მოთხოვნით“ არაერთი დღეა მიმდინარეობს.

ფოტო: „პუბლიკა“/რადიო „თავისუფლება“