გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის ოჯახში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო.
წყვილმა ახალი წლის მთავარი ატრიბურტი, ნაძვის ხე შვილებთან ერთად გააწყო და 2024 წლის მოლოდინში, ფოტოსესიაც მოაწყო.
ფოტოსა და ვიდეოს, სადაც ოჯახური იდილიაა ასახული, მარინა კარპი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„უამრავ კადრს ინახავს ჩემი ტელეფონი, ბედნიერი ვარ, ყველა ამ მოგონებისთვის, რაც შემიქმენით“, – წერს მარინა კარპი.
გიგისა და მარინას ნაძვის ხე წელსაც მინიმალისტურად არის მორთული, მთავარი აქცენტი კი განათებაზეა, რამაც სახლში ნამდვილი საახალწლო გარემო შექმნა.