LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძის თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია

149
ing

თბილისის მერის განცხადებით ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია.

ცნობილია, რა მარშრუტებზე ივლის 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში

ჟურნალისტებთან საუბრის დროს კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ავტობუსები დედაქალაქის მოსახლეობას იანვრის ბოლოდან მოემსახურება:

„შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბრის ბოლომდე 50 ერთეული იქნება თბილისში და იანვრიდან უკვე მოხდება გაშვება. გარკვეული ტექნიკური დეტალები არის დასამონტაჟებელი ავტობუსის შიგნით და იანვრის ბოლოს უკვე ხაზებზე გაშვებას და თბილისის მოსახლეობის მომსახურებას დავიწყებთ.

იქნება კონკრეტული მარშრუტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ.

დღეს გვაქვს პრობლემა, რაც გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, რაც დედაქალაქში მიმდინარეობს. როდესაც მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებაზე აგვიანებს, იქ კიდევ უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა ხდება, რასაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია აქვს. როდესაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დავასრულებთ, ეს ყველაფერი მოწესრიგდება.

„თუ რაღაც ჯადოსნური ჯოხი გაქვთ, გვითხარით.. 650 000 ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში პიკის საათის დროს.. წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია? ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა“ – კახა კალაძე 

გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი, უშუალოდ 18 – მეტრიანი ავტობუსებისთვის განკუთვნილი ავტობაზის მშენებლობა და როდესაც აღნიშნული სამუშაოები დამთავრდება, 18 – მეტრიანი ავტობუსები განთავსდება ახალ ავტობაზაზე“, – თქვა კახა კალაძემ.

„მიხარია, რომ მალე ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში ეს სილამაზე დაიწყებს მოძრაობას“ – კალაძის თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს 2024 წლის იანვრიდან მოემსახურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები