LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიკოლოზ წულუკიძის მომავლის წერილი: „სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე…“

354
ნიკოლოზ წულუკიძე

გიგლსმა“ ცნობილ ადამიანებს სთხოვა, საახალწლოდ მომავლის წერილი დაეწერათ.

პირველი რესპონდენტი ტელეწამყვანი და ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე გახდა, რომელმაც ასეთი წერილი დაწერა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვუსურვო, ალბათ არის ის, რომ არასდროს დაკარგო შენი თავის გარედან ყურების უნარი. შეძლო თვითშეფასება კონტექსტში, რათა ზუსტად იცოდე, რა ადგილი გაქვს იმ დროსა და სივრცეში, სადაც იმ წუთას ხარ. არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ. სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. და მთავარი – იცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ადამიანის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი გულწრფელობა და ღირსება იქნება. გილოცავ ახალ წელს!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები