LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცისფერი ტრიოს“ დაარსებიდან 50 წლის აღსანიშნავი საღამო გაიმართა

217
ცისფერი ტრიო

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, 3 დეკემბერს, ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში „ცისფერი ტრიოს” დაარსებიდან 50 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება, ასევე, მიეძღვნა თამაზ სეფერთელაძის დაბადებიდან 75 წლისთავს. საიუბილეო საღამოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ესწრებოდა.

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ: დავით აბესაძე, მალხაზ თავართქილაძე, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ანსამბლი „ჰერიო“, გიგა აბესაძე, დათო ნოზაძე, ნიკოლოზ კირვალიძე, ბენდი ლევან დეისაძისა და ზაზა ცერცვაძის შემადგენლობით. ღონისძიებას უძღვებოდა ნიკოლოზ წულუკიძე.

საიუბილეო საღამოზე შესრულდა ცნობილი სიმღერები, რომელსაც ნახევარი საუკუნე მიუძღვნეს „ცისფერი ტრიოს“ წევრებმა. მათ შექმნეს ეპოქალური კულტურა და აკადემიურ დონეზე აიყვანეს ქართული მუსიკა.

ღონისძიების ფარგლებში გაიხსენეს საქართველოს სახალხო არტისტი თამაზ სეფერთელაძე, რომელიც პროფესიული საქმიანობის პარალელურად მოღვაწეობდა მუსიკალური ხელოვნების სფეროში; და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მალხაზ თავართქილაძესთან და დავით აბესაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები