LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„PR & ურთიერთობის ფსიქოლოგია“ – წიგნის პრეზენტაცია 7 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება

593
პრეზენტაცია

7 დეკემბერს,  7 საათზე, მწერალთა სახლში,  წიგნის „PR &  ურთიერთობის ფსიქოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის  ავტორები არიან სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი  კომუნიკაციების  სპეციალისტი:  ირინა ცერცვაძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი: თეონა შარიქაძე.

წიგნში  განხილულია PR – ის თანამედროვე ტექნოლოგიების კონცეფციის, სტრატეგიისა და ეფექტიანი კომუნიკაციის მართვის სხვადასხვა მოდული, პროდუქტის ბრენდად ფორმირების ღირებულებათა სისტემა, კულტურის ძირითადი ტიპოლოგიური კონცეფციები, მოსაზრებები. საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და სხვა მომიჯნავე დისციპლინების დეფინიციები; PR – ის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიის მეცნიერულ – თეორიული საფუძვლები და მისი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციისა და სოციალური სუბიექტების ურთიერთქმედების პროცესში. გაანალიზებულია ყველა ის მოდული და პიარ – ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე.

ასევე განხილულია საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალი სტრატეგია, რომელიც დიდ აუდიტორიებთან საკომუნიკაციოდ გამოიყენება.

ნაშრომში  გაანალიზებულია კომუნიკაციური პროცესის სტრუქტურა, მახასიათებლები, ფუნქციები; ემოციების მართვის ძირითადი პრინციპები და ფსიქოლოგიური ასპექტები; საჯარო გამოსვლებისა და დარწმუნების ხელოვნების მნიშვნელოვანი მახასიათებლები, მექანიზმები.

წიგნში განხილულია კომუნიკაციის პროცესები და ამ პროცესებით მიღწეული შედეგები, რომელიც ვლინდება ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები