LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაიკ პენსთან შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო“ – ლევან ხაბეიშვილი 

146
ლევან ხაბეიშვილი შტატებში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შტატებში ვიზიტის ფარგლებში, თანაგუნდელებთან ერთად შესაძლებლობა ჰქონდა ამერიკის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვედროდა და  საქართველოზე ესაუბრა.

ამის შესახებ ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვაშინგტონში, IDU ფორუმზე, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“იღებს მონაწილეობას, მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი – მაიკ პენსია.

გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე“. – წერს ლევან ხაბეიშვილი.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენთვის ეს გზა პოლიტიკაში გაკაფული იყოს – მზად ვარ, ჩემზე ყველანაირი დარტყმა ავიღო!“ – ხაბეიშვილი ახალგაზრდებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები