LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით დააკავეს

160
ing (2)

19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით, პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებს დანაშაულის შესახებ შეატყობინა გატაცებულის დედამ, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

„ახალგაზრდა ქალი მამაკაცებმა იძულებით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან. სამართალდამცველებმა გოგონა მისი სახლიდან 180 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მამაკაცები მომდევნო სამ თვეს პატიმრობაში გაატარებენ. მათი ასაკი 33, 37 და 38 წელია.

სამართალდამცველების მიერ გათავისუფლებულ 19 წლის ქალს სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა, თუმცა ის შეშინებული იყო“, – აღნიშნულია პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები