სერბეთის ყველაზე ძველი სათხილამურო კურორტი გაკოტრდა. ზამთრის სეზონი დაიწყო და ჟურნალისტებიც კურორტების მდგომარეობით დაინტერესდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძველი და ყველა სერბის საყვარელი ადგილი – „დობრე ვოდე“ 40 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ გაკოტრდა.
გამოცემა „Senica”-ს ინფორმაციით, კურორტის ინსფრასტრუქტურა უკვე აუქციონზე იყიდება, რათა ადმინისტრაციამ დაგროვილი ვალების გადახდა შეძლოს.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას სიტუაციის გამოსასწორებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ტერიტორიას ალბათ სულ მალე ახალი მფლობელი ეყოლება.