LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ 2024 წლის არჩევნებისთვის 2 მნიშვნელოვან სცენარს ამუშავებს – იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე წარმოუდგენიათ, მათ შორის, შიდა ანტურაჟიდან გამოსული“ – ქემოკლიძე

174
კახა ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ „2 მნიშვნელოვან სცენარზე“ ისაუბრა და თქვა, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია, მათ შორის, მათი შიდა ანტურაჟიდან გამოსული.

„ჩათვალეთ, ოპერატიულ ინფორმაციას გეუბნებით ჩემი წყაროებით, მათი შიდა ინსტიტუციური წყაროებიდან გამოსული ინფორმაციით“ – კახა ქემოკლიძე

„მე იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია, მათ შორის, მათი შიდა ანტურაჟიდან გამოსული. „ქართული ოცნება“ 2 მნიშვნელოვან სცენარს ამუშავებს 2024 წლის არჩევნებისთვის.

გიორგი გახარია: ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას

მისი განცხადებით, საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია.

ერთი არის დე ფაქტო ხელისუფლებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ფიქციური შერიგების სცენარის განვითარება. მეორე არის სააკაშვილის მომენტალურად გამოშვება.

როგორ გამოშვება? ტექნიკურად ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. პოლიტექნოლოგიური ხრიკის კარგად მოფიქრება და დაგეგმვა უნდა. ორივე კოზირი მათ არჩევანშია.

„საქმის გარდა არაფერი მიკეთებია და სახლში არაფერი წამიღია! ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში?.. ყველას ყველაფერი მოეკითხება.. კითხვები ახლა დაიწყება!“ – გიორგი გახარია

უბრალოდ ფიქრობენ რომელი გაათამაშონ. შეიძლება ორივე გაათამაშონ. ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს ფრთხილად. შეიძლება მომენტალურად სააკაშვილის მდგომარეობა „დამძიმდეს“. სააკაშვილი, როგორც „ჯოკერი“ ისე სჭირდებათ, ან შიგნით, ან გარეთ“. – განაცხადა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები